მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტრეილერო გადაზიდვები - რას გეგმავს მთავრობა?

პაატა ცაგარეიშვილი

საქართველოს მთავრობა საქართველოში საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვის იდეას დაუბრუნდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში ამ კუთხით აქტივობებზეა საუბარი. „სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების დანერგვის იდეა წლებია არსებობს, პროექტი 2019 წელს ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი ღარიბაშვილის სამთავრობო გეგმის პრიორიტეტებში იყო. საკონტრეილერო გადაზიდვა გულისხმობს სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირებას სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით.

ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წლების წინ დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი გვხვდება. 2024 წელს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლებაც გეგმაშიც. რამდენად ეხმიანება ლოგისტიკის დარგში არსებულ გამოწვევებს ახალი სამთავრობო გეგმა და რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ სექტორის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს და არსებული შესაძლებლობები უკეთესად გამოიყენოს?

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები