მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკოორდინაციო საბჭომაც ფუნქცია დაკარგა, პროფესიონალებს არ უსმენენ - ქეთი ჩხატარაშვილი

61c84c32b5c47
თელარა გელანტია
26.12.21 16:55
1133
ჯანდაცვის სპეციალისტ ქეთი ჩხატარაშვილის აზრით, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომაც კი ფუნქცია დაკარგა. ამის შესახებ მან #ForbesHealth-ის მოდერატორის, ჟურნალისტ ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე - როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი - პასუხად განაცხადა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ეჭვობს, რომ ვინც არ უნდა გახდეს ახალი მინისტრი, მან არსებული ვითარების არსებითად შეცვლა შეძლოს.

„ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეძლებს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ალბათ, გადაწყვეტილებების მიღებისას გარკვეულწილად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა, რომ არ ითვალისწინებდეს სხვა დანარჩენ საკითხებს - ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კონიუნქტურას, მაგრამ ახლა იმაზე საუბარი, გვეყოლება თუ არა ასეთი მინისტრი, სავარაუდოდ, არ გვეყოლება; არ უჩანს პირი. ფაქტობრივად, ისიც არ ვიცით, მინისტრი გვყავს თუ არა, ის ადამიანი <ეკატერინე ტიკარაძე> წავიდა თუ არა.

ამდენად, როგორი მინისტრი გვჭირდება, ეს რომ გვერდზე გადავდოთ, თვითონ საკოორდინაციო საბჭომაც კი ფუნქცია დაკარგა, რადგან თუ აქამდე იმ საბჭოზე მუდმივი წევრების გარდა, სხვა ექსპერტებიც იყვნენ მიწვეულნი, დღეს უკვე საბჭოს წევრ პროფესიონალებსაც არ უსმენენ და მათი რეკომენდაციები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არაა გათვალისწინებული კრიტიკულ სიტუაციებში. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება მინისტრი. მე ეჭვი მაქვს, რომ ვინც არ უნდა იყოს მინისტრი, ის სიტუაციის დიდად შეცვლას ვერ შეძლებს და სიტუაცია, რომ შესაცვლელია, ამაზე საუბარიც არ ღირს. ეს ყველას ესმის და ყველა ყველაფერს გადასარევად ხვდება“, - თქვა ქეთი ჩხატარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები