უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ლაგუნა ვერესთან - საკრებულოს სხდომაზე დღეს ლაგუნა ვერესთან მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს განიხილავენ. საკრებულომ დღეს კენჭი უნდა უყუროს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმას. ქალაქის ცენტრში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას საკრებულოს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი ურბანული გენოციდს უწოდებს, რა შეფასებები გაკეთდა პროექტის განხილვამდე?