მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრებულომ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს მხარი დაუჭირა. საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა 23 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გრგ-ს დამტკიცების შემდეგ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკითხი მერიაში დაბრუნდება. პროექტს განხილვის პროცესში თან ახლდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების და ურბანისტების ნაწილის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. საქმე ეხება ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 52 და 40 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის საკითხს, რომლის განხორციელებაც თავდაპირველად, ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ კოსტავა 69-ს სურდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ შემდგარი გარიგების შედეგად ტერიტორიის მფლობელი ნეო სითი დეველოპმენტი გახდა და პროექტიც მან გადაიბარა. შეგახსენებთ, თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები