მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკრებულომ "თაბორი ჰილ რეზიდენსის" 44 000 ლარის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

32343

შპს „თაბორი ჰილ რეზიდენსი" ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება. საკითხი დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა განაცხადა, კომპანიას 44 000 ლარის პირგასამტეხლო ჰქონდა დაგროვებული ვადების დარღვევისთვის.

"2024 წელს გადაეცა აღნიშნულ კომპანიას 819 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და პირობა იყო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც ვადის დარღვევით განხორციელდა და დაუგროვდა პირგასამტეხლო 44 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილია განცხადება დასაბუთებით და შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ წარმოვადგინოთ პროექტი განთავისუფლების თაობაზე", - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს „თაბორი ჰილ რეზიდენსის" დირექტორი მარიამ ხომერიკია, მფლობელი კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დს ენტერპრაიზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები