მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო ექსპერტიდან გუნდის ლიდერობამდე — ზურაბ ხატიაშვილის 16-წლიანი გზა საქართველოს ბანკში

ზურაბ ხატიაშვილი
31.08.26 17:50
230
სტატიაში საუბარია:

საბანკო სექტორში ზრდა ხშირად ციფრებითა და პორტფელის მოცულობით იზომება, თუმცა რეალური ტრანსფორმაცია მაშინ იწყება, როდესაც ინდივიდუალური შედეგებიდან ფოკუსი გუნდურ წარმატებაზე გადადის.

ზურაბ ხატიაშვილი, საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი, გუნდს 16 წლის წინ, საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე შეუერთდა. მას შემდეგ მისი პროფესიული გზა თანდათან ტრანსფორმირდა — გაიზარდა პასუხისმგებლობის მასშტაბიც: ინდივიდუალური შედეგებიდან — მომხმარებლებისა და გუნდის წარმატებამდე.

ამ სტატიაში ზურაბი განვლილ გამოცდილებასა და საქართველოს ბანკის ღირებულებებზე - გულშემატკივრობაზე, გამბედაობაზე, მოტივაციაზე, შექმნასა და მოქმედებაზე - გვიამბობს.

სტარტი დინამიკურ გარემოში და პირველი მოლოდინები

„თავიდანვე მქონდა განცდა, რომ თუ მოინდომებ, განვითარდები, პასუხისმგებლობას აიღებ და შედეგს შექმნი, შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება“, — იხსენებს ზურაბ ხატიაშვილი.

ამ წლების განმავლობაში საკრედიტო ექსპერტის პოზიციას სხვადასხვა ეტაპი და პასუხისმგებლობა მოჰყვა, მათ შორის ადამიანების მართვა და გუნდის შედეგზე პასუხისმგებლობა. სწორედ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა კარიერაში:

„საკრედიტო ექსპერტად დაწყებული გზა ჩემთვის გახდა გამოცდილების, გამოწვევების, ადამიანების და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვების ისტორია. დღეს, როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. ეს მხოლოდ პოზიციების ცვლილება არ ყოფილა, ეს იყო მუდმივი განვითარება, ახალი პასუხისმგებლობები და ადამიანებთან ერთად ზრდა“, — იხსენებს ზურაბი.

დღეს მისი ყოველდღიურობა ორ დიდ მიმართულებას იტევს — ზრუნვას როგორც საშუალო ბიზნესის შედეგებზე, ისე ადამიანების განვითარებაზე. ეს მოიცავს მომხმარებლებთან ურთიერთობას, პორტფელის ხარისხისა და რისკების მართვას, ბიზნესის მიზნებზე მუშაობას და, ამავდროულად, გუნდის მხარდაჭერას და თანამშრომლების წარმატებაზე მუშაობას.

„ლიდერის წარმატება მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თავად რამდენად კარგ შედეგს აჩვენებს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია სხვებს მისცეს შესაძლებლობა, გაიზარდონ და მათთან ერთად მიაღწიონ კარგ შედეგს”, — აღნიშნავს იგი.

წარმატების საზომი: მდგრადი კულტურა

ზურაბ ხატიაშვილისთვის განსაკუთრებით საამაყო მისი გუნდის წარმატებაა. გუნდი ზედიზედ ორი წელია, „Best Stuff“-ის გამარჯვებულია. ეს ბანკის დაჯილდოებაა საუკეთესო თანამშრომლების გამოსავლენად. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში მისმა გუნდის წევრებმა საუკეთესო ბანკირისა და საუკეთესო ანალიტიკოსის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.

“ეს შედეგები მხოლოდ ერთჯერადი წარმატება არ არის, ვფიქრობ ეს არის იმ გარემოს და კულტურის შედეგი, რომელსაც გუნდში ყოველდღიურად ვქმნით. ჩემთვის, როგორც მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი სწორედ ის არის, რამდენად შეგიძლია ადამიანებს მისცე განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა“.

გულშემატკივრობა და პარტნიორობა ბიზნესთან

წარმატების მიღწევა მისთვის უმთავრესი მიზანია, როცა საშუალო ბიზნესთან მუშაობს. როგორც ზურაბი განმარტავს, ამისთვის ბიზნესის რეალურ საჭირობებებს უნდა იცნობდე, იცოდე მისი მიზნების, გამოწვევებისა და განვითარების ეტაპები. სწორედ ამაში ხედავს ზურაბ ხატიაშვილი საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების, „გულშემატკივრობის“, პრაქტიკულ მნიშვნელობას:

როდესაც მეწარმეს ვესაუბრებით, მხოლოდ კონკრეტულ ფინანსურ პროდუქტს ან ტრანზაქციას არ ვუყურებთ, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა განვითარებისკენ. სწორედ ეს არის ჩემთვის მომხმარებლის გულშემატკივრობა — პარტნიორის გვერდით დგომა არა მხოლოდ სტაბილურ პერიოდში, არამედ რთული გადაწყვეტილებების მიღებისასაც. ეს კულტურა თანაბრად ვრცელდება როგორც მომხმარებლებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობაში."

გამბედაობა, როგორც წარმატების გზა

როგორც ზურაბი განმარტავს, რთული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესს ხშირად უწევს. არც თუ იშვიათია სიტუაციები, როდესაც სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მოქმედება მაინც აუცილებელია. ეს მომენტი კი არა მხოლოდ ბიზნესთან თანამშრომლობისას, არამედ საკუთარ გუნდშიც ხშირად დგება.

„კარიერის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთხელ ვყოფილვარ ასეთი გადაწყვეტილების გზაგასაყარზე. მქონდა მომენტები, როდესაც არჩევანი მარტივი არ იყო, არც ყველა გზა ჩანდა ნათლად. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ ისეთ მომენტებში ვითარდები, როცა გამბედაობას ირჩევ.

გამბედაობა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არასრული ინფორმაციის პირობებშიც მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, აიღო პასუხისმგებლობა მის შედეგზე და მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებისგან ისწავლო.”

შექმნა და მოქმედება: CRM სისტემის დანერგვის მაგალითზე

საქართველოს ბანკში CRM-ის დანერგვის პროექტში მონაწილეობა სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც ბევრი რამ ასწავლა. ეს მრავალსაფეხურიანი პროექტი იყო, რომელიც მოიცავდა: 360°-იანი ხედვის შემუშავებას მომხმარებლებზე, პროცესების ავტომატიზაციას, პერსონალიზაციას, Cross-selling-ს და სხვა.

„ეს იყო სრულიად განსხვავებული ტიპის გამოწვევა როდესაც მხოლოდ შენი გუნდის შედეგზე არ ხარ პასუხისმგებელი და ცვლილება ორგანიზაციის ბევრ თანამშრომელსა და პროცესს ეხება. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილებების სწორად მართვა, ადამიანების ჩართულობა და საერთო მიზნის გარშემო გუნდის გაერთიანება.“

მოტივაცია და საქმის სიყვარული

ასეთი ცვლილებების დანერგვა კი, როგორზეც ზურაბი საუბრობს, დიდი მოტივაციის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„16 წლის შემდეგაც ამ საქმის მიმართ იმავე ინტერესს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, რთული პერიოდიც სხვანაირად აღიქმება — იგი იქცევა გამოწვევად, რომელიც უნდა გადალახო და არა დაბრკოლებად, რომელმაც უნდა შეგაჩეროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ მაქვს შესაძლებლობა, ადამიანებზე ვიზრუნო. როცა იცი, რომ შენი გადაწყვეტილება, შენი მხარდაჭერა ან უბრალოდ სწორი სიტყვა შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც.“

რჩევა მათ, ვინც კარიერას ახლა იწყებს

ზურაბის გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს ბანკში იწყებს კარიერას, მკაფიოა — „ არ გაჩერდე!”

„კარიერული გზა ყოველთვის მარტივი და სწორხაზოვანი არ არის. იქნება რთული პერიოდები, იქნება მომენტები, როდესაც შეიძლება იფიქრო, რომ საკმარისად სწრაფად ვერ ვითარდები ან სასურველ შედეგს ვერ იღებ. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, მიზანი და მოთმინება.

მე ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაც ასეთია: იმუშავე საკუთარ თავზე, არ შეგეშინდეს გამოწვევების, არ დანებდე მაშინ, როცა რაღაც რთულდება და გახსოვდეს ყველაზე მთავარი — არ გაჩერდე!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები