მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა

5a96c154cfd6c
BM.GE
28.02.18 20:00
804
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 26.9 მლნ აშშ დოლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 4.96 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ კატეგორიის კრედიტების 58.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 86.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად, გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.1 პროცენტს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები