მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია ფინანსური სისტემის ძირითად რისკად რჩება - გვენეტაძე

61b08b7374fa7
ინგა მურუსიძე
11.12.21 18:16
664
საკრედიტო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია მსესხებლების და მთლიანობაში, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიკვეთა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებული სესხების დენომინირებულ ზრდაში, რომელიც ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, წლიურად 10%-ს მიაღწევს.

კობა გვენეტაძემ სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიყვანა მაგალითად: „ჩვენ რომ შევხედოთ სტატისტიკას იმ რესტრუქტურიზებული სესხების, რომელიც პანდემიის შემდგომ განხორციელდა, მათი 30% მოდის ევროში გაცემულ სესხებზე, 20% დოლარში გაცემულ სესხებზე, ხოლო 8% ლარში გაცემულ სესხებზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ რისკებს შეიცავს განსაკუთრებით არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების აღება. ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, არის მსგავსი იმ გადაწყვეტილების, რომელიც ორი თვის წინ მივიღეთ სარეზერვო მოთხოვნებთან დაკავშირებით უცხოურ ვალუტაში, საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დაახლოებით ასეთივე მექანიზმი ჩაირთო ახლაც, რომელიც უფრო მეტ სტიმულს შექმნის, რომ გარკვეულ პერიოდში კომერციულმა ბანკებმა სესხების დოლარიზაცია შეამცირონ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სტიმულირებისთვის მიღებულია ზომა, რაც ეხება უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ვადიანობის შემცირებას 15-დან 10 წლამდე.

„ჩვენს მიერ მიღებული ზომა მნიშვნელოვანია, რადგან სტატისტიკა, რომელიც რესტრუქტურიზებულ სესხებზე გავაჟღერე, ბევრ შემთხვევაში უმოქმედო სესხებად გადაიქცევახოლმე, რაც კარგი არ არის საბანკო სისტემისთვის. დაახლოებით იგივე სიტუაციაა იპოთეკურ სესხებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ზომის შემდეგ დოლარში გაცენული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპები შემცირდება, მაგრამ როგორც წინა გამოცდილებიდან ვნახეთ, მსესხებლები გვლავ გააგრძელებენ სესხების აღებას, უბრალოდ ისინი ჩანაცვლდება ლარით. ჯამურად კი იპოთეკური დაკრედიტება მნიშვნელოვნად არ შემცირდება.

მაქსიმალური ვადიანობის შემცირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში დაგრძელვადიანდეს სესხები და ამ დაგრძელვადიანების პოლიტიკამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიის დროს. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ იპოთეკების პორტფელი არ შემცირდება, ხოლო ხარისხი გაუმმჯობესდება, რაც სესხებისთვის და ფინანსური სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება იმისთვის, რომ ამ სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნოს“, - განაცხდა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, არ არსებობს დოლარიზაციის განსაკუთრებული და ზუსტი ორიენტირი. „არ მოვიზარებთ, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი უნდა იყოს 0%, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი, მთლიანი სესხების დოლარიზაცია 51%-ია, თუ ამას შევადარებთ დაახლოებით 2016 წლის 76%-თთან“, - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი, ანუ მათ მიერ ეკონომიკაზე გაცემული თანხა 41.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 21.5 მილიარდი ლარი (51.6%) უცხოური ვალუტის სესხებზე მოდის. წლიურ ჭრილში დოლარიზაცია 4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რადგანაც 2020 წლის ოქტომბერში კრედიტების 56.4% უცხოურ ვალუტაში იყო ნომინირებული. 

ლარში დაკრედიტების ზრდას ხელს საბაზრო პროცესთან ერთად, რეგულაციებიც უწყობს, რადგანაც 200,000 ლარამდე მოცულობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები