მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება

5c51b5e9502f1
თამუნა დემეტრაშვილი
30.01.19 18:22
1101
"საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება"-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენ შევქმენით მექანიზმი, როცა მთავრობა დაუდგება გარანტად კომპანიებს, სესხის ასაღებად. ამისთვის, ბუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს მოგვცემს საშუალებას, წელს, პროგრამის ფარგლებში 250 მილიონი ლარის კრედიტები გავცეთ კომერციული ბანკების საშუალებით“-განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის განცხადებით, არის ბევრი კომპანია, განსაკუთრებით დამწყები კომპანიები, რომელსაც არ გააჩნია ქონება, რაც შეიძლება ბანკში გარანტად ჩადოს, თუმცა იმსახურებენ კრედიტის აღებას.

,,თუკი დავინახავთ, რომ პროგრამა კარგად მუშაობს მომავალ წელს გავზრდით დაფინანსებას“-განაცხადა ქობულია.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მექანიზმს ექნება პრიორიტეტული მიმართულება სპეციალურად ქალბატონებისთვის და ახალგაზრდებისთვის. „აღნიშნული სქემის ამოქმედების შემდეგ, ვფიქრობთ, გაიზრდება ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომელთაც ქალბატონები და ახალი თაობის მეწარმეები განავითარებენ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები