მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკურორტო ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგება გრძელდება

5b6d45db1bb70
BM.GE
10.08.18 11:58
549
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საკურორტო ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, სისტემების გაწმენდითი სამუშაოები ბაკურიანსა და ბორჯომში არსებულ წყალარინების ქსელებს ჩაუტარდათ.

„ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე , ტურისტებისა და დამსვენებლების მზარდი ნაკადის გამო, საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება ფერხდებოდა. გაწმენდითი სამუშაოები თანამედროვე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა. სამუშაოები ბაკურიანის ხუთ და ბორჯომის 10 ქუჩაზე , ასევე სოფელ სადგერში ჩატარდა. შედეგად, ადგილობრივები და დამსვენებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, -განმარტავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები