მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკუთარი ფინანსური შედეგები გასაჯაროებისთვის მსხვილი კომპანიების 90%-მა წარადგინა

5ff5f3ff63880
BM.GE
06.01.21 21:20
1351
საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანბიებს (I, II და III კატეგორიის საწარმოებს) საკუთარი წლიური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა ევალებათ. "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის" სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ანგარიშვალდებული კომპანიების 90%-მა მათ ფინანსური ანგარიშგებები წარდუგინა, რომელთა უდიდესი ნაწილიც უკვე გასაჯაროვდა.

ზომითი კატეგორიების მიხედვით კომპანიები ასე ნაწილდებიან:

პირველი კატეგორიის საწარმო:

სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

ამ კატეგორიაში ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი 78%-ია.

მეორე კატეგორიის საწარმო:

სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

ამ კატეგორიაში ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი 85%-ია.


მესამე კატეგორიის საწარმო

სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1-10 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავალი 2-20 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-50 ადამიანი.

ამ კატეგორიაში ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი 92%-ია.


საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (სდპ)

იურიდიული პირი, რომელიც არის:

ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) კომერციული ბანკი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საინვესტიციო ფონდი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი.

ამ კატეგორიაში ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი 86%-ია.

იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ანგარიშგებები არ წარადგინეს ჯერ ერთთვიანი გაფრთხილება, შემდგომ კი ფინანსური ჯარიმები არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები