მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკუთარი საჰაერო ხომალდი ფანტასტიკის სფერო არ არის, ეს ერთი ჯიპის ფასია“

63879cf87006a
ალა ისპირიანი
30.11.22 23:00
967
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის მენეჯერის დავით ტეფნაძეს თქმით, საკუთარი საჰაერო ხომალდის ყოლა, სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო, ეს ერთი ჯიპის ფასია. მან BMG-ის ეთერში განაცხადა, რომ საავიაციო უნივერსიტეტში მოყვარული პილოტის კურსები ორმოცდაათამდე ადამიანმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთარი თვითმფრინავით ფრენა შეუძლიათ.

"მოყვარული პილოტის ლიცენზია, რომ მიიღო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული განათლებაა საჭირო. ეს გრძელდება 6-დან 8 თვემდე. ამის შემდეგ ადამიანს მოყვარული პილოტის მოწმობა ეძლევა, რომლითაც შეუძლია არაკომერციული ფრენები განახორციელონ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ორმოცდაათამდე ადამიანი სწავლობდა ჩვენს უნივერსიტეტში რომლებმაც მოყვარული პილოტის კურსები გაიარა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანებს საშუალება აქვთ თავიანთი საკუთარი თვითმფრინავი ჰყავდეთ და თავის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იფრინონ, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით ტეფნაძემ.

მისივე თქმით აღნიშნული მიმართულებით საქართველოში ასევე საჰაერო ავიაკლუბები იქმნება, რომელიც ხელს უწყობს მომავალი მფრინავების აღმოჩენას და ამ საქმის საზოგადოებაში პოპულარიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები