"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევა, რის შედეგადაც ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვა.
პარლამენტარებმა ჩათვალეს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებრივი საჭიროების მიზეზით, კერძო საკუთრების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა, ამჟამად კონსტიტუციასთან შესამისობაში არ არის.
„კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-3 მუხლში. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ნორმებში მიეთითება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ახალი ნუმერაცია და ტერმინოლოგიური თავლსაზრისით შესაბამისობაში მოვა მასთან.“ - ნათვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონი ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა.

























