მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკუთრების დაკანონება თუ კორუფცია? - კანონპროექტის შეფასება

BM.GE
19.05.23 14:26
164
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს. ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა. შენობის ჩასაბარებლად კომპანიას მოუწევს მერიას ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტები წარუდგინოს. უმრავლესობა ამ პროექტს უყურებს როგორც ადამიანებისთვის საკუთრების დაკანონების შესაძლებლობას და აანონსებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს ამ პრაქტიკის გავრცელებას.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროექტის დაკანონება საშიშია, რადგან აქ იკითხება არა ადამიანებზე ზრუნვის მოტივი, არამედ, კორუფციული ნიშნები.

სტუმრები: ანა ბიბილაშვილი - „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი;
არმაზ ახვლედიანი - პარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები