მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვალიფიკაციო ლიგაში ½ ფინალისტები გამოვლინდნენ

6454c89ac5089
BM.GE
05.05.23 13:11
395
30 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრები და გრანდ ლიგის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა.

გრანდ ლიგის 1/2 ფინალის სასტარტო მატჩში „ბაქსვუდი“ და „ელპოზო“ ფრეზე გაიყარნენ. პირველი ტაიმი „ბაქსვუდმა“ მოიგო. ოცდამერვე წუთზე „ელპოზო“-მ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა „არმია“-ს და „მაკ გილი“-ს დაპირისპირებაში. პირველი ტაიმი „მაკ გილმა“ ორი უპასუხო გოლით მოიგო. თამაშის განახლებიდან მალევე „ძალოვნებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და წინ გავიდნენ. ოცდამეექვსე წუთიდან შეხვედრაში ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა და მატჩი საბოლოოდ 5:5 დასრულდა.

საკვალიფიკაციო ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. „ლიბერთი ბანკმა“ „შიშეჯამი“ 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგუზრი მოიპოვა. „შიშეჯამი“ საწყის წუთზე დაწინაურდა, მაგრამ „ბანკირებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს, წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ.

„ბაზისბანკმა“ „ჯაოკენს“ საპასუხო მატჩშიც აჯობა. შეხვედრის პირველ ნახევარში ფრე 1:1 დაფიქსირდა. ოცდამეექვსე წუთზე „ბანკირები“ წინ გავიდნენ და საბოლოოდ 4:1 იმარჯვეს.

„უკრაინა“-ს და „ლაქტალისს“ შორის გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. „უკრაინა“-მ პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალური ეტაპის დასკვნით მატჩში „საქართველოს ბანკმა“ „ბი ემ ჯი“-ს დამაჯერებლად სძლია, ანგარიშით 8:1.

საკვალიფიკაციო ლიგის ფინალში მოსახვედრად „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკს“ დაუპირისპირდება, „საქართველოს ბანკი“ კი „უკრაინას“ გაეჯიბრება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები 7 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები