სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" განცხადებით, საკვებისა და სასმლის სამ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ქართველ მეწარმეებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე, დაამყარონ კავშირები საერთაშორისო შემსყიდველებთან და გააფართოონ ბიზნესის საზღვრები.
საუბარია შემდეგ გამოფენებზე:
1. 𝐅𝐇𝐀 𝟐𝟎𝟐𝟓, რომელიც გაიმართება სინგაპურში 8-11 აპრილს. (1,500+ მონაწილე კომპანია | 65,000+ ვიზიტორი). რეგისტრაციის ბოლო ვადა 2025 წლის 31 იანვარია.
2. 𝐒𝐢𝐚𝐥 𝐒𝐡𝐚𝐧𝐠𝐡𝐚𝐢 𝟐𝟎𝟐𝟓, რომელიც შანხაიში 19-21 მაისს გაიმართება. (5,000+ მონაწილე კომპანია | 180,000+ ვიზიტორი). რეგისტრაციის ბოლო ვადა 2025 წლის 31 იანვარია.
3. 𝐒𝐮𝐦𝐦𝐞𝐫 𝐅𝐚𝐧𝐜𝐲 𝐅𝐨𝐨𝐝 𝐒𝐡𝐨𝐰,რომელიც ნიუ-იორკში 29 ივნისი - 1 ივლისის პერიოდში გაიმართება. (2,400+ მონაწილე კომპანია | 2,900 პროფესიონალი მყიდველი). რეგისტრაციის ბოლო ვადა 2025 წლის 4 თებერვალია.




























