მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალარო აპარატი 0%-იანი საკომისიოთი - საქართველოს ბანკის ტერმინალი მცირე ბიზნესისთვის

სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკს სიახლე აქვს და ბაზარს სალარო აპარატის ფუნქციით შესთავაზა ტერმინალი, რომლის უპირატესობად საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის 0% საკომისიოა დასახელებული და როგორც თავად განმარტავენ, ტერმინალი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სტანდარტული ტერმინალები და სალარო აპარატები ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლონ, რაც მათ ბიზნეს პროცესებს გაუმარტივებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

შეთავაზების ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესები, რომლებიც პირველად მოითხოვენ ტერმინალს 2026 წლის 31 დეკემბრამდე, სამი თვით ტერმინალის მომსახურებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. ამასთანავე, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე მათთვის 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.

სტუმარი: ლევან კობახიძე - საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები