მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალიების 58-ში კედლის სამუშაოები მიმდინარეობს

5d722e941a151
BM.GE
06.09.19 13:59
760

ჩუღურეთის რაიონში, სალიების N58-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბეტონი ისხმება.

მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა.


„მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ვასრულებთ სალიების N 58-ში გრუნტის დამჭერი კედლის სამუშაოებს, აღნიშნულ მისამართზე ხდებოდა მიწის ჩამოშლა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.


პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გიში“ ასრულებს და მისი ღირებულება 45 000 ლარია.

 



მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები