საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 600 მლნ ლარს გადააჭარბა. სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, რომ ბიზნესის მხრიდან სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა სამშენებლო სექტორიდან ფიქსირდება. თუმცა ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალიზინგო ბაზრის უფრო სწრაფად განვითარებისთვის აუცილებელია, საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ქონების გადასახადის და აგროლიზინგის ნაწილში. როგორ ვითარდება საქართველოში სალიზინგო ბაზარი და რა სჭირდება დარგს სწრაფი ზრდისთვის?