სალმონელას აღმოჩენის გამო, Walmart-იდან 5.5 მილიონი კგ ხორცი დააბრუნეს.
Businessinsider წერს, რომ 240-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს სალმონელა.
დაავადება ძირითად აშშ-ის 26 შტატშია აღმოჩენილი. ხორცი რამდენიმე ბრენდის ქვეშ იყიდებოდა მათ შორის იყო: River Farms, Comnor Perfect Choice, Showcase და ა.შ.
აქ ჩამოთვლილთაგან ყველა მათგანი Walmart-ში იყიდებოდა.
მსგავსი შემთხვევა 1985 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც 6000 ადამიანი დაავადდა და 9 მათგანის შემთხვევა ფატალურად დამთავრდა.
2009 წელს არაქისის მწარმოებელი ქარხნის გამო, 500 ადამიანი დაავადდა ასევე სალმონელათი და 8 მათგანი გარდაიცვალა.
მარეგულირებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ ხორცი შეინახონ გაყინულ მდგომარეობაში, რაც შეეხება მომზადებას, მათი რეკომენდაციაა, რომ საქონლის ხორცი 75 გრადუსზე მომზადდეს.
აღსანიშნავია, რომ Statista-ს ინფორმაციით, 2016 წელს ხორცის ბაზარი $788 მილიარდად იყო შეფასებული, 2022 წელს კი, მისი პროგნოზით, 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. აქედან ღორისა და საქონლის ხორცის წილი 33%-ია.