საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ გადამწყვეტ გზაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობართან და პარტნიორთან.
ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – წერს ზურაბიშვილი.