მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს - "ეს არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება"

სალომე ზურაბიშვილი

დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია, რომ გავიდეთ რუსთაველზე, გავიდეთ ყველა ერთად, იმიტომ რომ რუსთაველი დღეს არის დასაცავი..., - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, "რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს უნდა მოსპოს რუსთაველის პროტესტი, ამიტომ შსს-ს განცხადება, რომ აქციები არის გუშინდელი აქციის გამოძახება, არის ტყუილი".

ის საზოგადოებას რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვერ შეგვცვლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი, სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას და ევროპულ მომავალს, ჩვენ არ გადავალთ არც ერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. ჩვენ ვერ მოგვატყუებთ და ვერ გადავიყვანთ სხვა რეჟიმში, ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთაველი. ის არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება.

რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ამ რეჟიმის იზოლაცია გარედან გაგრძელდება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარულები და რუსთაველი არის იმის გარანტია რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი. დადგება დღე არჩევნების, ნამდვილი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე. ყველას მოგიწოდებთ ერთად გამოვიდეთ და გავაგრძელოთ რამდენიც საჭიროა იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს და მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრება გუშინდელი მცდელობის გაგრძელებაა და მივიღებთ შესაბამის ზომებს - შსს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები