მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

5f23d8656998b
BM.GE
31.07.20 12:34
1530

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული შესაბამისი ბრძანების დანართის მიხედვით,  საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაამტკიცა.