მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო

5c1633b70d268
თელარა გელანტია
16.12.18 15:13
1438
საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინაუგურაციის ცერემონია თელავში მიმდინარეობს.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტია, რომელიც ხალხმა აირჩია.

ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 6 წელი დაიკავებს.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59.2%-მა დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები