მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალვადორ დალის 20,000 დოლარიანი ნამუშევარი 32 წამში მოიპარეს

5da6ee2b5a966
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 14:35
1154

სან-ფრანცისკოს გალერეიდან სალვადორ დალის ნამუშევარი, რომლის ღირებულება 20 000 აშშ დოლარია, მოიპარეს. ცხობილი მხატვრის ნახატის - “ჟირაფი ცეცხლში” მოპარვისთვის თავდამსხმელს ზუსტად 32 წამი დასჭირდა.


Forbes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძარცველმა თანამშრომლის ყურადღება მიიპყრო, მეორე კი, შენობაში შევიდა, უნიკალური ნახატი ჩამოხსნა და გაიტაცა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.



სათვალთვალო კამერების მასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს თანამონაწილე ქალი ჰყავდა, რომელიც მას შენობის შესასვლელში ელოდებოდა. თავად გალერეაში კი, ქურდობის დროს კამერა გათიშული იყო.



სალვადორ დალიმ „ჟირაფი ცეცხლში“ 1966-1967 წლებში პაბლო პიკასოს შემოქმედების გავლენით დახატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები