საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში სამ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საუდის არაბეთიდან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ორმხრივ ბიზნესფორუმში, რომელსაც საქართველოს სავაჭრო პალატამ უმასპინძლა, საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი ბიზნესმენი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების მიმართულებით.