მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის რვა ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

თამბაქო
05.04.24 00:10
139

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 8 ფაქტი გამოვლინდა.

საქონლის საბაზრო საერთო ღირებულებამ ჯამში - 18143.1 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთი საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები