მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამაჩაბლოს ე.წ. ბიუჯეტი 8.5 მლრდ. რუბლი იქნება - 7 მლრდ. რუსეთის დახმარებაა

პარლამენტი

დროებით ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 8.5 მლრდ. რუბლი [96 მლნ. დოლარი] იქნება. დე ფაქტო მთავრობის ე.წ. ფინანსთა მინისტრის, ძამბოლეტ ტატდაევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის დახმარება 7 მილიარდ რუბლი იქნება [79 მლნ. დოლარი].

"5,9 მილიარდი რუბლი სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის დაიხარჯება, გარდა საინვესტიციო პროგრამის საქმიანობისა. ამ უკანასკნელის განსახორციელებლად 2024 წელს ერთ მილიარდ რუბლზე ცოტა მეტის გამოყოფა იგეგმება", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

დე ფაქტო მთავრობის პროგნოზით, “რესპუბლიკის” საკუთარი შემოსავალი 1,8 მილიარდი რუბლი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები