მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამაცივრე მეურნეობა, კურდღლის ფერმა და სასტუმრო - გორში მოქმედი აგრომეურნეობის გეგმები

629f4deebd874
მარიამ იზორია
07.06.22 18:32
1534
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისთავში ინდმეწარმე ლაშა ტლაშაძის მიერ 7 წლის წინ ამოქმედებული აგრომეურნეობა, დღეს 6 ჰა-ზე გაშენებულ 11 სახეობის ხილის ბაღებს, უფლისციხეში ვენახსა და მოქმედ ღვინის მარანს აერთიანებს.

როგორც თავად მეწარმე ლაშა ტლაშაძე BM.GE-ს უყვება, მეურნეობა წლების განმავლობაში იზრდებოდა და ახალი კულტურები და ბაღები ემატებოდა. დღეისთვის კი, აგრომეურნეობა თავისი სახელობის ღვინოს „ლაშა ტლაშაძის მარანის“ სახელით აწარმოებს და მის რეალიზებას რამდენიმე ობიექტში, მათ შორის "8 000 მოსავალშიც" ახდენს.

„7 წლის წინ ვაშლის ბაღები შევიძინეთ, შემდგომ ქლიავი, ალუჩა, გარგარი, კაკალი, ბალი და ბოლოს ვენახიც გავაშენეთ. მას შემდეგ ყოველ წელს ჩვენს ბაღს ახალი ხილი ემატება. აქამდე მეურნეობა თავის თავს ინახავდა, ახლა უკვე მოგებაზე გავდივართ. მოსავალიც გაორმაგებას დაიწყებს. ვენახიდან ახლა ოთხ ტონამდე მოსავალს ვიღებთ, ორ წელიწადში კი ეს რაოდენობა 15 ტონაზე ავა. ქლიავის მოცულობა 4 ტონიდან 10 ტონამდე გაიზრდება. ვაშლის მოსავალი ორ წელიწადში გაორმაგდება და 30 ტონას მიაღწევს. რაც შეეხება ბალს, ახლა 800 ძირი მაქვს, გეგმაში კი მოსავლის მოცულობის 20 ტონამდე გაზრდა შედის. აქტიურად მიდის ღვინის წარმოების პროცესიც, წელს 5 ტონა ღვინოს ჩამოვასხამთ“, - ამბობს ლაშა ტლაშაძე.

7 წლის წინაც და ახლაც ბიზნესის განვითარებას და გაზრდას აგრომეურნეობის მმართველი სანდო ფინანსურ პარტნიორთან „საქართველოს ბანკთან“ ერთად განიხილავს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიზნესის განვითარებისთვის ბანკის მიერ მხარდაჭერის ჯამური მოცულობა 265 000 ლარს აღწევს. ლაშა ტლაშაძე იმასაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი“ აგრომეწარმეებს დაკრედიტების მისთვის მისაღებ პირობებს სთავაზობს და რომ არა ეს მხარდაჭერა, საქმიანობის ამგვარად წარმართვასა და განვითარებას საკუთარი ფინანსებით ვერ შეძლებდა.

"ბიზნესი თავდაპირველად საკუთარ ფინანსებით წამოვიწყე, მაგრამ მეურნეობის გამართვა "საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელი. ბანკის დახმარებით ბიზნესი იმაზე სწრაფად განვითარდა ვიდრე ველოდით. წელს, ასევე ბანკის ხელშეწყობით, კურდღლის ფერმას მოვაწყობ, "აგროჰაბთან“ ხელშეკრულებაც გავაფორმე და აღნიშნულ ობიექტს ხორცით მოვამარაგებ. ამასთან, მაცივრის მოწყობას, სასტუმროს მშენებლობასა და საკუთარი ღვინის მაღაზიის გახსნას ვგეგმავ“, - აღნიშნავს მეწარმე და დასძენს, რომ კურდღლის მეხორცული მეურნეობისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის პროექტები ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. შესაბამისად, რა ინვესტიცია იქნება საჭირო ბიზნესის ამ კუთხით განვითარებისა და წარმართვის, ასევე რა წარმადობა ექნება საწარმოს და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის რეგიონში მეურნეობა, მეწარმეს ამ კითხვებზე პასუხი პროექტირების დასრულების შემდეგ ეცოდინება.

რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, რომლის მოწყობასაც ლაშა ტლაშაძე უფლისციხეში, მარნის მიმდებარედ გეგმავს, აგრომეწარმე ამბობს, რომ ეს მისი ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები