მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამადაშვილი-გვენეტაძეს: "საერთოდ ვერ აცნობიერებთ რა პოზიცია გიკავიათ და ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული"

5c7503738a541
ლევან თაღიაშვილი
26.02.19 13:22
1365
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვერ აცნობიერებს რა პოზიცია უკავია და ის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, როგორც გამტარის ქართველი ხალხის მიმართ.

"საერთოდ რომ განიხილავდით, რომ პარლამენტში არ მოხვიდოდით, ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აცნობიერებთ რა პოზიცია გიკავიათ და ვის წინაშე ხართ ანგარიშვლადებული. თქვენ ანგარიშვალდებულნი ხართ პარლამენტის წინაშე, როგორც გამტარი რგოლი ქართველი ხალხის, რომელიც გიხდით ხელფასს და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ვიღაც საჯარო მოხელე კი არ ხართ, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ. ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩვენს შეკითხვას", - აღნიშნა მან.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები