მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამართალდამცავებმა უმსხვილესი რუსული არალეგალური სავაჭრო ბირჟა - Hydra დახურეს

624d8bf6e45c2
გიორგი თოლორდავა
06.04.22 18:05
2728
გერმანელმა სამართალდამცავებმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დახურეს მსოფლიოს უმსხვილესი რუსული არალეგალური ბაზარი – Hydra Market-ი, სადაც ნარკოტიკებით, იარაღით, ყალბი დოკუმენტებითა და აკრძალული პროდუქტებითა თუ სერვისებით ვაჭრობა იყო შესაძლებელი.

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, დაილუქა დარკნეტში, ანუ ინტერნეტის დაურეგულირებელ სივრცეში განთავსებული ვებგვერდის სერვერები და პლატფორმიდან ამოღებული იქნება 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა არალეგალური ბაზრის ძირითად საგადახდო სისტემად გამოიყენებოდა. 2015 წლიდან Hydra Market-ზე დაახლოებით 5.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა.

Hydra-ზე თითქმის 17 მილიონი მომხმარებლის და 19,000-მდე მოვაჭრის ანგარიში იყო დარეგისტრირებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი პლატფორმას ანონიმური ბრაუზერებისა და VPN-ქსელების საშუალებით იყენებდა.

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები