სამართლებრივად "აგენტების შესახებ კანონპროექტს" პერსპექტივა არ აქვს - შეფასებები
BM.GE
09.03.23 16:37
• 175
"მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საკამათო კანონის გაწვევაზე. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს კვლავაც შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს- ასე ეხმაურება გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე მძიმე ღამის შემდეგ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას. როგორც უკვე მოვისმინეთ მმართველი პარტია გვპირდება, რომ არ გამოიყენებს კანონპროექტის დროებით მიზნების გზას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ჩააგდებს, პირველივე სხდომაზე რეგლამენტის მიხედვით.