საქსტატის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა და გაყიდვები გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, თუ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სამაცივრეებიდან 138.3 მილიონ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. 2025 წლის ბოლოს გაყიდვები 241.8 მილიონ ლარი იყო.
2025 IV კვარტალში ქვეყანაში 353 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, მაშინ როცა 2024 წელს მათი რაოდენობა 285 იყო. ამასთან, 97.2 ათას ტონამდე გაიზარდა შენახული პროდუქციის მოცულობა. პროდუქციის შემადგენლობაში გაიზარდა ხილი და ბოსტნეულის წილი და 24.1% შეადგინა (წინა წელს – 23.0%), ხოლო რძის პროდუქტების წილი 6.5%-მდე გაიზარდა. მომსახურების სახით შენახული პროდუქციის წილმაც იმატა და 53.1%-ს მიაღწია.
აქტივობა გაიზარდა მომხმარებლების მიმართულებითაც – მომსახურება გაეწია 375 მომხმარებელს. ასევე 804-მდე გაიზარდა იმ მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობა, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით იქნა შესყიდული. დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2024 წელს თუ 1 395 იყო, 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1 742 კაცამდე გაიზარდა.
რაც შეეხება კამერების დატვირთვას, ოქტომბერსა და ნოემბერში მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა დეკემბერში 50.3%-მდე შემცირდა.
პუბლიკაციით, იმპორტირებული პროდუქციის წილი 32.8%-დან 39.5%-მდე გაიზარდა, ხოლო ადგილობრივად შესყიდული პროდუქციის წილმა 47.9% შეადგინა (2024 წელს – 44.2%). გაიზარდა ექსპორტიც – 3.8 მილიონი ლარიდან 6.0 მილიონ ლარამდე, თუმცა მთლიან გაყიდვებში მისი წილი მცირედით 2.5%-მდე შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, გაყიდვების ზრდის პარალელურად შეიცვალა პროდუქციის სტრუქტურაც. 2025 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახულ პროდუქციაში ქათმის ხორცის წილი 26.6%-მდე, საკუთარი წარმოების პროდუქციის წილიც 12.6%-მდე შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ბაზარზე იმპორტირებული და ადგილობრივად შესყიდული პროდუქციის როლი გაძლიერდა.




























