მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - შესვლა მხოლოდ საშვებითაა შესაძლებელი

სამება

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - შესვლა მხოლოდ საშვებითაა შესაძლებელი. ტაძარში მოქალაქეებს, ვისაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდა, აღარ უშვებენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს ამის შესაძლებლობა პატრიარქის გამოსვენებისას მიეცემა, რომელიც 15:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მივა, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას. ხოლო პატრიარქის გამოსვენება დაიწყება 15:00 საათზე. პატრიარქს სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები