მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მორიგ აქციას აანონსებს –რას ითხოვენ ექიმები?

5f3777649d42e
BM.GE
15.08.20 10:00
779
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამშაბათს 17 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ გაერთიანებამ გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში წერია, შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგია:

"ძალაშია ორი მთავარი მოთხოვნა: 1. ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება. და
2. რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ხელახალი შესწავლა. ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით დაიგეგმა შემდეგი აქციები: 1. სამშაბათს 17 საათზე აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ; 2. წერილობითი მიმართვა მთავარ პროკურორს და მასთან შეხვედრის მოთხოვნა; 3. დარგობრივი ასოციაციები ექიმების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს გააცნობენ საერთაშორისო სამედიცინო გაერთიანებებს; 4. დარგის ექსპერტები ორგანიზებულად უარს იტყვიან კლინიკური რეცენზიის/ექსპერტიზის განხორციელებაზე; 5. შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მოამზადებს სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებს, რათა დაიგეგმოს და განხორციელდეს ექიმების გამაფრთხილებელი გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით", – წერია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები