მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ქირურგიის და რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედების გადავადების ინიციატივით გამოდის

64ad6e8c22558
BM.GE
11.07.23 22:30
630
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ქირურგიის და რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედების გადავადების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საუბარია ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პეტიციაში. საკითხზე "წერტილში" არჩილ მორჩილაძემაც ისაუბრა.

"ზოგი ფიქრობს, რომ გონივრული ვადა უნდა გამოიყოს. არის კლინიკები, რომლებიც ერთ შენობაში ოპერირებენ და ყველანაირ სერვისს აწვდიან. მაღალტექნოლოგიური კვლევები იმავე შენობაში ტარდება. შეიძლება სხვადასხვა იურიდიული პირი იყოს, თუმცა ახალი სტანდარტით მოთხოვნაა, რომ ერთი იურიდიული პირი უნდა იყოს - ამან ჩააყენა ბევრი კლინიკა რთულ მდგომარეობაში და ისინი მსჯელობენ, როგორ გაერთიანდნენ ერთ იურიდიულ პირად. რაც ძალიან რთულია. სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობებია, სხვადასხვა დამფუძნებელი და პრაქტიკულად დახურვის პირას არიან“, - განაცხადა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, ირიბად სწორედ ეს[დახურვა] ხომ არ არის მიზანი, რადგან საბიუჯეტო რესურსი დაიზოგება და ხარისხიც შეიძლება ამაღლდეს, მორჩილაძე პასუხობს, რომ პროგნოზებისგან თავი უნდა შევიკავოთ, არ ვიცით ვინ დაგვრჩება, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისეთ კლინიკებს ემუქრება დახურვა, რომელთაც უკმაყოფილო პაციენტი ძალიან ცოტა ჰყავთ.

„ძალიან ცუდი იქნება, თუკი კლინიკებისთვის არ მოიძებნა ისეთი გზა, რომ არ დაიხურონ“, - განაცხადა მორჩილაძემ.

ახალი მოთხოვნები კლინიკებს - რას ითხოვს სამედიცინო სექტორი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები