მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა

633b392e38046
BM.GE
03.10.22 23:25
1054
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, დირექტორის თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა.

მათივე ცნობით,პოსტზე დანიშვნამდე ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

"2019-2022 წლებში იყო ივ. ბოკერიას სახ.საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი, 2019 წელს კი - „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2017-2018 წლებში მუშაობდა „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2015-2017 წლებში იყო Innova HC Ltd_ს საოპერაციო დირექტორი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა, კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების წამყვან თანამდებობებზე, მათ შორის, იყო სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსური ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვა. ლიკა ჭუმბურიძე არის ევროპული ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის (EHMA) წევრი და კოორდინატორი საქართველოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები