მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებები იზრდება

BM.GE
12.06.23 11:56
549
პარლამენტი, დაჩქარებული წესით დღეიდან დაიწყებს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება. 

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. 

მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს. კანონის პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა და მათ აღსრულებას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა. 

ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება. სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება. ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის. 

რას შეცვლის რეგულირების სააგენტოსთვის უფლებების გაზრდა და როგორია სექტორის პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტზე?

სტუმარი: მაია მახარაშვილი - “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები