მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობაა. პროგრამა ბიუჯეტიდან 6 740 300 ლარით დაფინანსდება.
ძირითადი თანხა- 5 500 000 ლარი - დაიხარჯება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებაზე.
510 000 ლარით დაფინანსდება საგანგებო სიტუაციების ცენტრი, 52 ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით. 430 000 ლარი გამოეყოფა ინფექციურ საავადმყოფოს, საიჯარო გადასახადის დასაფარად. შსს-ს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სამედიცინო გადაუდებელი ცენტრისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა 41 500 ლარით დაფინანსდება. დაზვერვის სამსახურისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესასყიდად 11. 8 ლარი დაიხარჯება.

























