მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო პერსონალის რა ნაწილია ვაქცინირებული? - NCDC-ის სტატისტიკა

6160599d46b86
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 19:20
725
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებლებით ექიმები ლიდერობენ.

NCDC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სრულად აცრილია ექიმების 71%, ექთნების - 48%, სანიტრების - 37% და ადმინისტრაციული პერსონალის - 56%.

„მადლობა ჯანდაცვის მუშაკებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. თითოეული თქვენგანის შრომას მივყავართ პანდემიის დასასრულისკენ“, - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები