მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო სექტორის პრობლემებით მაია მახარაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
28.01.21 09:30
724
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კლინიკებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში სექტორი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და არსებულ პრობლემებზე საუბარს ითხოვდა. სექტორის უმთავრესი მოთხოვნა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ფასების გადახედვა და ინდექსაცია იყო. „დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც“, - ეწერა მიმართვაში. კლინიკებთან შეხვედრის მზაობა ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირასვე გამოთქვა და bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდა. შეხვედრა შედგა, კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმებაც არის და კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში დაწყებულია.

სტუმარი: მაია მახარაშვილი - სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები