მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო უნივერსიტეტი: “ძირითადი პრობლემა საერთო საცხოვრებლების არარსებობაა”

60649db3668a9
ანუკა ჯოხაძე
01.04.21 09:40
773
პანდემიის პერიოდში საქართველოში სასწავლებლად ორ-ნახევარ თვეში 2 000-ზე მეტი სტუდენტი ჩამოვიდა - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ ისაუბრა. როგორც ის ამბობს, წლის განმავლობაში უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მხრიდან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით ეკონომიკა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს იღებს.

თუმცა, მისი თქმით, არსებობს პრობლემები, რომლებიც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი, ორჯონიკიძის განმარტებით, საერთო საცხოვრებლების არარსებობაა.

“გვყავს 15 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი, რომელთა არაპირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში ნახევარ მილიარდზე მეტია. სფეროს ესაჭიროება განვითარება და ხელშეწყობა. პრობლემები ძირითადად უკავშირდება საერთო საცხოვრებლის არარსებობას საქართველოში, ეს მტკივნეული თემაა, რადგან უცხოელი სტუდენტები პირველ რიგში პრობლემად ასახელებენ, იმას, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ქვეყანაში ამჟამად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს და დაიწყება საერთო საცხოვრებლების მშენებლობა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე,”-აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე.

თსსუ-ის კანცლერი იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე, 1-6 კურსის ჩათვლით არაპირდაპირი ინვესტიციის სახით ქვეყანაში 720 მილიონი შემოდის. მისი თქმით, ამ ეტაპზე თსსუ-ში სტუდენტები 72 ქვეყნიდან შემოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები