სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მორიგი საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 32 ასოციაციის ასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე სფეროში არსებული გამოწვევები, მათ შორის DRG დაფინანსების მოდელი და სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებული საჩივრების სტატისტიკა განიხილეს. ამ ყველაფრის მიღმა, სხდომაზე, გამგეობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და ასევე სერტიფიკატები გადასცეს იმ 8 კლინიკას, რომელმაც ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის მიერ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.