სამედიცინო დაწესებულებებმა, შესაძლოა, კოვიდთან დაკავშირებული ჯარიმების ჩამოწერა ითხოვონ. ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს პანდემიის პერიოდში მიღებულ მოგებას ედავება, რაც ნინა კობახიძის შეფასებით, არაადეკვატური დამოკიდებულებაა. კლინიკების ნაწილში აღნიშნავენ, რომ მათ საკითხზე სამინისტროსთან ჯერჯერობით არ უსაუბრიათ, ჯანდაცვის ასოციაციაში კი ამბობენ, რომ თუ ჯარიმები სამართლიანია, ის ყველამ უნდა გადაიხადოს.