ბოლო წლებში სამედიცინო დავების რიცხვი იზრდება. სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პაციენტები უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისგან გადაცდომის შემთხვევაში მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც იურისტები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი მასშტაბი შეიძინა სამედიცინო დავებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ქართული სასამართლო სისტემისთვის მაინც ახალია. რამ განაპირობა პაციენტთა მომართვიანობის გაზრდა, რაზე უჩივიან ძირითადად პაციენტები კლინიკებს და რას აჩვენებს სასამართლო პრაქტიკა?
სტუმრები: ნინო ლიპარტია - იურისტი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე;
იოსებ გაბარაევი - სამართლის დოქტორი, ადვოკატი;