BMG BLC-ისთან, საქართველოში ყველაზე დიდ, მულტიპროფილურ იურიდიულ ფირმასთან დაპარტნიორდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პირველ თემად შეირჩა - სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ - როდის არის საჭირო იურიდიული ფირმის ჩარევა და როგორია მისი როლი, ამასთან მოვიკითხავთ, ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ თითქოსდა, ექიმსა და პაციენტებს შორის ურთიერთობაში ძლიერი მხარე არის სამედიცინო დაწესებულება და სამედიცინო პერსონალი, რამდენად მცდარია ეს შეხედულება და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმისთვის, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული საქმისწარმოების და მით უფრო, სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპზე კვალიფიციური და ეფექტური იურიდიული წარმომადგენლობის ქონა.
სტუმრები: ალექსანდრე ბოლქვაძე - BLC-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
გიორგი ჯანიაშვილი - BLC-ის იურიდიული მრჩეველი სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის მიმართულებით;