სტომატოლოგიურ დაწესებულებებში უცხოელი პაციენტების წილი იზრდება. შესაბამისად, იზრდება სტომატოლოგიის წვლილი სამედიცინო ტურიზმში. სამედიცინო სერვისების ნაწილში საქართველოს კლინიკებს საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, მათ შორის სტომატოლოგიის მიმართულებებითაც. თუ ოფიციალურ სტატისტიკას ჩავხედავთ, გასულ წელს საქართველოს მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 29 ათასი არარეზიდენტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წლიურად 0,5%-იან ზრდას წარმოადგენს. რა პოტენციალი აქვს ქვეყანას სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, კონკრეტულად რა წვლილი აქვს მასში სტომატოლოგიას და ზოგადად როგორ ვითარდება ეს დარგი ქვეყანაში?
სტუმარი: ზურაბ ალხანიშვილი - სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;