მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

გუშინ, სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ერთდროულად იყო გახსენებაც, მადლიერება და პატივის მიგებაც ადამიანისადმი, რომელმაც ქართული მედიცინის და მთლიანად საზოგადოების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ბატონი ავთო ნამდვილად გამორჩეული იყო თავის თაობაში. გამორჩეული პირველ რიგში მაქსიმალიზმით, გამბედაობით და ალბათ ამ თვისებებმა მისცა პირველი ბიძგი იმ რეფორმებს რომელიც სამწუხაროდ შეუქცევადად არ და ვერ განვითარდა.

მე მქონდა პატივი არცთუ დიდი ხანი, მაგრამ მემუშავა ბატონი ავთოს ხელმძღვანელობით. მანამდეც და მერეც, შემიძლია და უნდა გამოვყო ბატონი ავთოს უმთავრესი თვისება რომ ის იყო პიროვნება ვისაც უხაროდა და შეუძლებელს აკეთებდა ოღონდ დახმარებოდა ყველას და ნებისმიერს ვისაც კი ეს ესაჭიროებოდა. ჩემთვის ასეთი იყო ავთო ჯორბენაძე, დაუდგრგომელი, კეთილი და სულ განვითარებაზე ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ ამ შეხვედრაზე რომელსაც ვერ დავესწარი თბილისში არყოფნის გამო, ასეთი ბატონი ავთოც გაიხსენეს, გულისხმიერი და ყველას გვერდში მდგომი საქართველოს უსაზღვროდ მოსიყვარულე ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები