მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეფო უბნის თეატრი სრული შემადგენლობით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე - განცხადება

სამეფო უბნის თეატრი

სამეფო უბნის თეატრი სრული შემადგენლობით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე! - ამის შესახებ განცხადება თეატრის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ნიშნად ხვალინდელი სპექტაკლი დეკემბრის თვეში გადაიდო.

"ჩვენი თეატრის დამფუძნებლები, იზა გიგოშვილის თაოსნობით, იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეებთან - 1989 წლის 9 აპრილს და მას მერეც - ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ მათ გზას, მათ ბრძოლას!

სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავისუფალი სიტყვისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას! ვინც ჯანმრთელობის ფასად იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ისტორიულ მისწრაფებას!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს!

სოლიდარობის ნიშნად, 30 ნოემბრის სპექტაკლი “მკვდარი ძაღლები” გადაიდო დეკემბრის თვეში - მოვლენების განვითარების მიხედვით შეგატყობინებთ განახლებულ თარიღს.

გისურვებთ მხნეობასა და მყისიერ გამარჯვებას!", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები