მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამეგრელო – იმერეთის 640 კმ–იან მონაკვეთს "ინდიკო" აგებს

5b15585d58a9b
BM.GE
04.06.18 19:18
745
„N18 ზონაში შემავალი გზები“ – ასე ეძახიან სამეგრელო – იმერეთის რეგიონში დაწყებულ იმ სამუშაოებს, რომელთაც კომპანია „ინდიკო“ ევროპული სტანდარტის დაცვითა და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით აწარმოებს და რომელთა ღირებულება ჯამში 13 მილიონ ლარს აჭარბებს.

გზების სავალი ნაწილი დღეს უკვე თითქმის ბოლომდეა აღდგენილი. ახლა კომპანია არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნების აღდგენაზე მუშაობს, სტანდარტული და არასტანდარტული საგზაო ნიშნების განახლება კი, მომდევნო დღეების გეგმაა.

უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ კომპანიას ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების რამდენიმე პროექტი აქვს შესრულებული. მათ ბალანსზე კი, უკვე ბევრი გზაა. მათ შორის, იმერეთს რაიონში განხორციელებული ბოლოდროინდელი ტენდერებიდან ქუთაისი–სამტრედია– ხონის 35–40 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია. სადგურ სვირისა და მეორე სვირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც მის სახელზეა. „ინდიკოს“ გზა მიდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულამდეც. გზების გარდა, კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის რეაბილიტირებული ხიდები, დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია– მშენებლობებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები